ახალი კონტრაქტები ალვეშსა და ბუსკეტს

AutoSharing Option

"ბარსელონა" მზადაა კონტრაქტი ორ ფეხბურთელს განუახლოს: ბრაზილიელ დანი ალვეშსა და სერხიო ბუსკეტსს. ბრაზილიელ მცველი ჯერჯერობით კვლავ ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად ითვლება მსოფლიოში თავისი ამპლუის ფეხბურთელებს შორის - 2008 წელს "ბარსამ" "სევილაის" დანი ალვეშის სანაცვლოდ 34 მილიონი ევრო გადაუხადა. ალვეშის ახლანდელ კონტრაქტს "ბარსელონასთან" ვადა 2012 წლის ზაფხულში ეწურება და ფეხბურთელმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი გაახანგრძლივოს ურთიერთობა კატალონიურ გრანდთან. თავის მხრივ, "ბლაუგრანას" პრეზიდენტი სანდრო როსელიც დიდად არის მოწადინებული მარჯვენა ფლანგელი რაც შეიძლება დიდ ხანს დატოვოს გუნდში. "მარკა" ამტკიცებს, რომ ხელშეკრულება დღე-დღეზე განახლდება.

22 წლის

სერხიო ბუსკეტსს "ბარსელონას" თავკაცი უფრო გრძელვადიან და გაუმჯობესებულ კონტრაქტს უმზადებს. 90-იანი წლების "ბარსელონას" გოლკიპერის, კარლოს ბუსკეტსის ვაჟი 2013-წლამდე ბარსელონელია, მაგრამ მისი ხელფასი ძალზე ცოტაა "ბარსელონას" სხვა ლიდერებთან შედარებით, არადა მსოფლიოს ჩემპიონი ასეთივე შეუცვლელი წევრია გუნდის, როგორც სხვა ლიდერები. როსელი ამ უსამართლობის გამოსწორებას უახლოეს დღეებში აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული