"ბარსელონა": კარგი ამბები გერმანიის შემდეგ

AutoSharing Option
"ბარსელონა" აშკარად უკეთეს ხასიათზე დაბრუნდა გერმანიიდან - ლიგის პლეი ოფის პირველი წინაღობა, ფაქტობრივად, დაძლეულია, მთელი ყურადღების გადატანა "რეალის" დევნაზე არის შესაძლებელი.

კლუბში რამდენიმე სასიხარულო სიახლეცაა - აფრიკის ერთა თასიდან დაბრუნდა ბრინჯაოსმედალოსანი სეიდუ კეიტა, ვარჯიში განაახლა ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში დამტვრეულმა იბრაჰიმ აფელაიმ და ბოლოს, ჩავის ტრავმა არ გამოდგა სერიოზული.

25 წლის ჰოლანდიელი გარემარბი იმდენი ხანია ტრავმირებული, რომ ყველას გადაავიწყდა. არადა, აფელაის შეუძლია "ბარსას" შეტევის ხაზის გაძლიერება. მით უფრო, როცა დავიდ ვილია ვერ თამაშობს და პედრო ცუდ ფორმაშია. აფელაიმ ვარჯიშზე დაიზიანა
მუხლი და ის საოპერაციო გაუხდა.

გუშინ "ეინდჰოვენის" ყოფილმა ვარსკვლავმა პირველად ივარჯიშა ბაზაზე. ჯერ რა თქმა უნდა, სირბილით შემოიფარგლა, მაგრამ ცხადია, რომ ჰოლანდიელი უკვე ამ სეზონში დაეხმარება გუნდს. სხვათა შორის, აფელაის ბაზაზე თანაგუნდელები ოვაციებით შეხვდნენ. აფელაის ძალიან სურს, მოასწროს ფორმაში შესვლა, რათა ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2012-ზე იასპარეზოს.

ამასობაში ჩავიმ განაცხადა, რომ მისი ტრავმა, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამოტოვა "ლევერკუზენთან", არ არის სერიოზული. 32 წლის ნახევარმცველმა კუნთი თურმე ჯერ კიდევ იანვარში, "ვილიარეალთან" თამაშში დაიზიანა. ბარსელონურ "სპორტთან" ინტერვიუში ჩავიმ თქვა, რომ ტრავმა მსუბუქია და დიდი ხნით დასვენება არ მოუწევს. გუშინ ჩავიმ გუნდისგან განცალკევებით, ფიზიკური მომზადების მწვრთნელ ემილი რიკარტთან ივარჯიშა. ჩავის თამაში "ვალენსიას" წინააღმდეგ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული