დავიდ ვილია გინესის წიგნში

AutoSharing Option

დავიდ ვილიას უზარმაზარი პორტრეტი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება. ასტურიის ქალაქ ალერში მხატვარმა სესარ ფრეიმ რამდენიმე ფოტოს შეკოწიწებით დავიდ ვილიას უზარმაზარი პორტრეტი შექმნა. 39 წლის მხატვარი თავის ნამუშევარს უახლოეს ხანებში დაასრულებს. ფრეიმ ქალაქის მუნიციპალიტეტის მეშვეობით სთხოვა ფეხბურთელს პორტრეტის შექმნის უფლება და ასტურიელმა "ელ გუახემაც" უარი არ უთხრა მხატვარს. პორტრეტი უშველებელია - სიმაღლეში 5 მეტრი და სიგანეში - 44!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული