ევერ ბანეგამ ფეხის ორმაგი მოტეხილობა ბენზინგასამართ სადგურზე მიიღო

AutoSharing Option
"ვალენსიას" ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ ბენზინგასამართ სადგურზე ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო. ბანეგას ხელის მუხრუჭის ამოწევა დაავიწყდა და მანქანიდან გადმოვიდა, რის შემდეგაც ავტომობილი დაგორდა და ფეხბურთელის ფეხი მანქანის ბორბალსა და ბარდიურს შორის აღმოჩნდა.

ფეხბურთელმა წვივის დიდი და პატარა ძვლის მოტეხილობა მიიღო.

20 თებერვალს ბანეგას ოპერაციას ჩაუტარებენ. არგენტინელი ნახევარმცველის გამოჯანმრთელებას ექვსი თვე დასჭირდება.

ექიმმა ენრიკე გასტალდიმ, რომელიც ბანეგას ოპერაციას ჩაუტარებს, მოთამაშის მოტეხილობებს რთული უწოდა. გასტალდიმ თქვა, რომ მას ძვლის ნამსხვრევების მოცილება მოუწევს.

23 წლის ბანეგამ კარიერა არგენტინის "ბოკა ხუნიორსში" დაიწყო, 2008 წლის იანვარში
კი "ვალენსიაში" გადავიდა. ნახევარი წლის შემდეგ ის იჯარით მადრიდის "ატლეტიკოში" გაუშვეს. იქ ბანეგამ 2008/09 წლის სეზონი გაატარა, რის შემდეგაც "ვალენსიაში" დაბრუნდა.

არგენტინის ნაკრებში დებიუტი ბანეგას 2008 წლის თებერვალში ჰქონდა. ის პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა, მაგრამ 2010 წლის მუნდიალზე ნაკრებში არ მიიწვიეს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული