ლუის ენრიკე "ბარსელონას" სათავეში?

AutoSharing Option
"რომას" თავკაცი ლუის ენრიკე შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს კატალონიაში დაბრუნდეს. ოღონდაც, ამჯერად ის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდება.

ესპანური პრესა უკვე დიდი ხანია იუწყება, რომ გვარდიოლა ზაფხულში "ბლაუგრანას"დატოვებს და ამ თანამდებობაზე დანიშვნის მთავარ პრეტენდენტად სწორედ ლუის ენრიკეს მიიჩნევენ.

ენრიკემ "ბარსელონაში" მოთამაშის რანგში 8 წელი გაატარა და კიდევ ორი წელი კლუბის მეორე გუნდს ედგა სათავეში.

ასევე ამბობენ, რომ "რომასთან" ლუის ენრიკეს კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც "ბარსელონას" სპეციალისტის უსასყიდლოდ დაბრუნება შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული