დიეგო ერთ თვეს იუქმებს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი დიეგო თითქმის ერთი თვით გამოაკლდა. დიეგომ კუნთი ასტურიაში "სპორტინგთან" მატჩში (1:1) დაიზიანა და შესაცვლელი გახდა.

სამწუხაროდ, ექიმთა დასკვნა იმაზე მკაცრი გამოდგა, ვიდრე პირველი შთაბეჭდილებით ეგონათ - კრეატიული ბრაზილიელი 4 კვირა ვერ ითამაშებს.

"ფიზიკურ ტკივილზე უარესი სულიერია - ახლა "ატლეტიკოს" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები ელის ევროსარბიელზე და ლა ლიგაში", - დაწერა "ტვიტერზე" 26 წლის ფეხბურთელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული