ხუან ლაპორტა: "ბარსელონამ" ხოსეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს

AutoSharing Option
კატალონიელთა ყოფილმა პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ განაცხადა, რომ გუნდის თავკაც ხოსეპ გვარდიოლას სრული უფლება აქვს, სეზონის ბოლოს "ბარსელონა" თავაწეულმა დატოვოს.

"მან თავი მთლიანად "ბარსელონას" მიუძღვნა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ეს კლუბი მსოფლიოში საუკეთესო ყოფილიყო. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ და მშვიდად მივიღოთ, როგორიც არ უნდა იყო ის.

გვარდიოლა კონტრაქტს ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთი სეზონით აგრძელებდა. თუ ის გადაწყვეტს, რომ დროა "ბარსელონა" დატოვოს - ასეც უნდა იყოს, მას ამის სრული უფლება აქვს.

ეჭვგარეშეა, რომ სანამ რამეს გა
დაწტყვეტს, ის ჯერ კარგად დაფიქრდება და ყველაფერს ღრმად გააანალიზებს", - თქვა ლაპორტამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული