"რასინგის" მცველი: კრიშტიანო რონალდო ამპარტავანი და "ლუზერია"

AutoSharing Option
პოპულარობა ძალიან ძვირი უჯდება "რეალის" გოლეადორ კრიშტიანო რონალდოს - ხშირია მედიაში თავდამსხმები მის მიმართ, მათ შორის კოლეგებისგანაც.

22 თებერვალს სანტანდერის "რასინგის" მცველის, დომინგო სისმას "გამოსვლის" ჯერი იყო. 30 წლის ანდალუსიელმა 27 წლის პორტუგალიელს სულ ამპარტავანი და "ლუზერი" უძახა.

საქმე იმაშია, რომ "რეალისა" და "რასინგის" სეზონის პირველი დაპირისპირების შემდეგ, რონალდომ სისმას ხელი არ ჩამოართვა: "სრულიად უმიზეზოდ მან ჩემი მისალმება უყურადღებოდ დატოვა.

ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც არ შესწევს უნარი წაგება კაცურად მიიღოს. როცა ჩვენი გუნდები ერთი კვირის წინ "სანტიაგო ბერნაბეუზე" კვლავ შეხვდნენ,
მეც "ხურდა დავუბრუნე" და ხელი არ გავუწოდე", - უთხრა "მარკას" ესპანელმა მცველმა.

პირველ დაპირისპირებაში, როცა "რასინგს" ექტორ კუპერი წვრთნიდა, კანტაბრიულმა გუნდმა ორი ქულა დააკარგვინა მადრიდულს (0:0), "სანტიაგო ბერნაბეუზე" კი "რეალმა" 4:0 მოიგო და პირველი გოლი სწორედ რონალდომ გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული