უიღბლო ანხელ დი მარია

AutoSharing Option
ანხელ დი მარია დაბრუნდა, გაიტანა და ისევ დაიმტვრა - ბოლო ხანებში "რეალის" არგენტინელი ნახევარმცველი მეტისმეტად უიღბლო გახდა.

23 თებერვალს, "რასინგთან" დამტვრეულ დი მარიას, ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს - ანხელმა მარჯვენა ფეხზე მყესები გაიწყვიტა და ახლა მას ერთი თვე ლაზარეთში მოუწევს ყოფნა.

ეს დიდი დარტყმაა ჟოზე მოურინიოსთვის, რომელმაც ახლახან ქარიმ ბენზემა 2-3 კვირით დაკარგა. შეგახსენებთ, რომ დი მარია 13 საგოლე პასით ლა ლიგის წლევანდელი სეზონის ასისტენტთა ლიდერია.

კანტაბრიელებთან მატჩამდე დი მარიას თითქმის თვე-ნახევარი ჰქონ
და გამოტოვებული, "რასინგთან" ჟოზემ არგენტინელს 30 წუთი მისცა სათამაშოდ და ანხელმაც ტურის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა. მაგრამ მერე სტუმარ კრისტიანთან შეჯახებისას ბოლო 2 თვეში მესამე ტრავმა მიიღო.

ტრავმებმა ფეხბურთელს უკვე გამოატოვებინეს 14 მატჩი და კიდევ 5-ის გამოტოვება "გარანტირებული" აქვს. 20-მდე მატჩი სეზონში, ძალიან ბევრია მოუს სქემის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურის გამოკლებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული