ჟოზე მოურინიო: "ბარსელონასთან" ხოსეპ გვარდიოლას კონტრაქტის გაგრძელების საკითხი მე არ მაინტერესებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ბარსელონას" თავკაც ხოსეპ გვარდიოლას მომავლის შესახებ ისაუბრა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი მას არ აღელვებს.

"ჩემთვის სულერთია როგორ მოიქცევა გვარდიოლა. ეს საკითხი არ მაინტერესებს. გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.  ის იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც მისთვის საუკეთესო იქნება", - განაცხადა მოურინიომ.

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის გასვლითი მატჩის შესახებ "რაიო ვალეკანოსთან" მან თქვა:

"რეკორდებს არ გამოვეკიდებით. ჩვენ ეროვნული ჩემპიონატის მოგება გვჭირდება. ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. გოლების გაშვება არ გვიყვარს და ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ.
"რაიო ვალეკანო" კი რთული მეტოქეა. არ ვიცი, როგორ ითამაშებს ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ვფიქრობ ეს გუნდი თამაშის შემტევი სტილის მიმდევარია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული