მოუს მადა: შვაინიც ჩემთან იქნება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" აგვისტოში გერმანიის ნაკრების ორი ნახევარმცველი შეიძინა – სამი ხედირა და მესუთ იოზილი. თუმცა, "სამეფო კლუბის" დამრიგებელი ჟოზე მოურინიუ ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სებასტიან ლიოვის რაზმის კიდევ ერთი გამორჩეული მებრძოლის დამატებას გეგმავს.

ერთ-ერთი გერმანული გაზეთის მტკიცებით, მიუნხენში გამართული ფრანც ბეკენბაუერის თასის ტურნირის ფინალის შემდეგ, "რეალის" პორტუგალიელი დამრიგებელი სტადიონის გაზონზევე "ბაიერნისა" და ბუნდესნაკრების შუახაზელ ბასტიან შვაინშტაიგერს ესაუბრებოდა. სეუ ჟოზეს "შვაინისთვის" უთქვამს, შენი გადაბირება ზაფხულშიც მსურდა, მაგრამ ვერ მოვახერხეო. და დაამშვიდა – არა უშავს, მომავალ სეზონში მაინც ჩემთან იქნებიო.

აქ
"შვაინის" ფრაზის გახსენებაც ღირს, რომელიც ფეხბურთელმა ზაფხულში თქვა: "ბაიერნზე" ჯვარი კი არ დამიწერია..."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული