ხოსეპ გვარდიოლა: არ მჯერა, რომ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ლა ლიგაში თავისი გუნდის გამარჯვებისა არ სჯერა.

კატალონიელებმა დედაქალაქური გუნდი 2:1 დაამარცხეს.

"ეროვნულ პირველობას ვერ მოვიგებთ, რადგან "რეალთან" ათქულიანი სხვაობის გაბათილებას ვერ მოვახერხებთ. თუმცა ვიბრძოლებთ, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რამდენად რთულია ჩვენი ამოცანა.

რაც შეეხება "ატლეტიკოსთან" მატჩს, მასპინძლებმა მეორე ტაიმში კარგად ითამაშეს. თუმცა მას შემდეგ, რაც მათ ანგარიში გაათანაბრეს, უპირატესობის მოპოვება კვლავ შევძელით.

რაც შეეხება მესის, ის რთულ მომენტებში გუნდს ყოველთვის მხსნელად ევლინება. და ეს უკვე ოთხი წელია გრძელდება",
- აღნიშნა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული