დიეგო სიმეონე: მადრიდის "ატლეტიკოს" ხელი ლიონელ მესის გენიალურობამ შეუშალა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ "ბარსელონასთან" (1:2) მატჩის შემდეგ ლიონელ მესის გენიალურობა აღნიშნა. სიმეონემ არბიტრ მიგელ ანხელ პერესა ლასას შეცდომებზეც ისაუბრა.

"მსაჯი შესამიშნავად მუშაობდა, თუმცა იყო გარკვეული მომენტები… მიუხედავად ამისა, არ ვაპირებთ იმაზე კამათს, უნდა გაეძევებინა თუ არა მოედნიდან ალვეში.

იგივე ეხება ბუსკეტსის ხელით თამაშსაც. შედეგები ყოველთვის სამართლიანია. ჩვენ ჩვენი ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით, მეტოქეს თავისუფალ ზონებს ვუკეტავდით.

პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ნახევარში კი უფრო გახსნილი თამაში წარიმართა. ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ. თუმცა მესის გენიალურობამ უკეთესი შედეგის მიღწევის საშუალება არ მოგვცა", -
თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული