ხოსეპ გვარდიოლა: მთელი მსოფლიო მთხოვს, რომ ლიონელ მესი დავასვენო

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი ხიხონის "სპორტინგთან" საშინაო მატჩს გამოტოვებს, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის ფარგლებში გაიმართება.

საქმე ისაა, რომ არგენტინელს ყვითელი ბარათები დაუგროვდა, რომელთაგან ბოლო მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩში მიიღო.

როდესაც "ბარსელონას" თავკაცს მესის "სპორტინგთან" მატჩსი არყოფნის გამო ჰკითხეს, მან თქვა: "მთელი მსოფლიო ითხოვს, რომ მესიმ დაისვენოს. ის მომავალ კვირას დაისვენებს კიდეც. ისევე დაისვენებს, როგორც პეპე".

შევნიშნავთ, რომ გვარდიოლამ მადრიდის "რეალის" მცველის უხეშ თამაშზე მიანიშნა, რის გამოც პორტუგალიელი ყვითელ და წითელ ბარათებს ხშირად იღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული