ესპანეთის თასის ფინალი "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ გაიმართება

AutoSharing Option
ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ბილბაოს "ატლეტიკს" ძალიან სურდა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანეთის თასის ფინალის გამართვა, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ თავისი გაიტანა.

"მადრიდს არ სურს ესპანეთის თასის ჩატარება. ფლორენტინო პერესმა კლუბის გადაწყვეტილება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ამცნო.

"ატლეტიკს" ძალიან კი სურდა "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. კოპა დელ რეის ფინალის ჩატარების ადგილი ჯერჯერობით უცნობია. ახლო მომავალში კლუბების წარმომადგენლებთან ერთად შევიკრიბებით და ამ საკითხზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა ანხელ მარია ვილარმა.

შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის ფინალში ერთმანეთს
კატალონიის "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული