ესპანეთის ნაკრებს ალვარო ნეგრედო დააკლდა

AutoSharing Option
ისე, აღმოჩნდა, რომ ვისენტე დელ ბოსკემ სულ ტყუილად მოიმდურა ფერნანდო ტორესი, 24-კაციანი სიიდან მას 23 შერჩა, თანაც დაშავდა ფორვარდი - "ვალენსიასთან" მატჩში მარცხენა ფეხზე კუნთი დაიზიანა "სევილიას" თავდამსხმელმა ალვარო ნეგრედომ.

ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენი ხნით დააკლდა ის ფეხბურთს, მაგრამ ცხადია - ვენესუელასთან მატჩში ნეგრედო ვერაფრით ითამაშებს. ნეგრედო ნაკრებთან ერთად რჩება, მის ნაცვლად კი დელ ბოსკე არავის დაამატებს.

ვილიარი: რა უცხოეთი?!
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი გამორიცხავს პრესაში გავრცელებულ ვარიანტს, რომლის თანახმადაც ესპანეთის თასის ფინალი 25 მაისს უცხოეთში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ორივე ფინალისტს, "ბილბაოსა" და "ბარსელონას" ფინალის თამაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" სურდა, მაგრამ "რეალმა" ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ზუსტად იმ დროს სტადიონზე საამშენებლო სამუშაოები მოიმიზეზა.

"ესპანეთის თასის ფინალი ესპანური ფეხბურთის ზეიმია და, სანამ მე ვარ ფედერაციის პრეზიდენტი, ის მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში გაიმართება", - განაცხადა ვილიარმა.

რონალდო: ევრო უნდა მოვიგოთ
"რეალის" პორტუგალიელმა ბომბარდირმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ მისი ნაკრების უმთავრესი ამოცანა პოლონეთ-უკრაინაში... ევროპის ჩემპიონობა იქნება. ოთხშაბათს პორტუგალიის ნაკრები ვარშავაში ამხანაგურად პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, პორტუგალიის ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში მოხვდა" ევრო 2012-ზე - გერმანიის, დანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებთან ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული