24 წლის საყრდენი ნახევარმცველის აზრით, ხსენებული მატჩის მოგება რთული იქნება. "თუკი ვინმეს ჰგონია, რომ იოლად მოვიგებთ, ძალიან ცდება. სტადიონი გარანტირებულად გაივსება და თურქი ფანების ამბავი ყველას კარგად მოეხსენება – მათზე უკეთ საყვარელი გუნდის მხარდაჭერა მსოფლიოში ცოტა ვინმეს თუ შეუძლია, - თქვა მეჰმეთ თოფალმა, - თურქეთში ფეხბურთელებს ქომაგების მხარდაჭერის იმედი ყოველთვის აქვთ, ხოლო ფანებს
თოფალმა განსაკუთრებით ორი ბურსელი ფეხბურთელი გამოყო. "სერქან ილდირიმი 20 წლისაა, მაგრამ "ბურსაში" 16 წლის ასაკიდან თამაშობს. ძალიან სწრაფი და სახიფათო თავდამსხმელია. ვოლქან შენიც სერქანივით სწრაფია და ორივე ბომბარდირული თვისებებით გამოირევა", - აღნიშნა თურქმა.
სხვათა შორის, მეჰმეთ თოფალი ჯერაც მოლოდინშია – მას "ვალენსიაში" სადებიუტო მატჩი ჯერჯერობით არ ჩაუტარებია.
"დიდი სურვილი კი მაქვს, მაგრამ თამაშის საშუალება ჯერჯერობით არ მომცემია. იმედია, უნაი ემერი უახლოეს მატჩებში მომცემს ესპანურ ფეხბურთში უშუალოდ ჩარევის შანსს. კლუბში კარგად დამხვდნენ და ზოგიერთ ფეხბურთელს უკვე დავუმეგობრდი კიდეც. ვალენსია სტამბოლზე პატარა ქალაქია, მაგრამ აქ საუკეთესო კლიმატია და ქუჩებში საცობები პრაქტიკულად არ შეგხვდებათ. არ ველოდი, რომ აქაურობა ასე მომეწონებოდა", - დასძინა "ვალენსიას" თურქმა ახალწვეულმა.