სერხიო რამოსი: თუ საჭირო იქნება, ესპანეთის ნაკრებში დაცვის ცენტრში ვითამაშებ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა აღნიშნა, რომ მზადაა ეროვნულ გუნდში ცენტრალურ მცველად ითამაშოს.

მან "ფურია როხაში" ლონდონის "ჩელსის" ფორვარდ ფერნანდო ტორესის და "რეალის" მცველ რაულ ალბიოლის შესახებაც გამოთქვა აზრი.

"თუ ნაკრებში ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვითამაშებ, პრობლემა არ იქნება. ამ პოზიციას უკვე შევეგუე. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ვარ.

ტორესმა და ალბიოლმა ეროვნული გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. მაგრამ მწვრთნელმა საუკეთესო უნდა ამოირჩიოს. აქ განსასჯელი არაფერია", - განაცხადა რამოსმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული