ჟოზე მოურინიო: "ოქროს სკამს" აქამდე ველოდები

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სერია А-ს 2010/11 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულ, "უდინეზეს" თავკაც ფრანჩესკო გვიდოლინისთვის ჯილდოს გადაცემაზე კომენტარი გააკეთა.

"გვიდოლინის წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას გულწრფელად ვულოცავ. ეს სრულიად დამსახურებული ჯილდოა. რასაც ის აკეთებს ყოველგვარ ქებაზე მეტს იმსახურებს.

ის ჩემზე წარმატებულია. გვიდოლინიმ თავისი "ოქროს სკამი" მიიღო, მე კი აქამდე ველოდები, როდის გამომიგზავნიან მადრიდში ჯილდოს, რომელიც 2009/10 წლის სეზონში მოვიპოვე", - განაცხადა მოურინიომ.

მომზადებულია Rai-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული