სარაგოსამ ორი გაუშვა

AutoSharing Option

პრიმერადივიზიონის "სარაგოსამ" ორ ფეხბურთელს გაუწყვიტა კონტრაქტი. ხორვატი მცველი მარკო ბაბიჩი და კამერუნელი ნახევარმცველი ფრანკ სონგოო ამიერიდან არაგონული კლუბის წევრები არ არიან. "ლოს ბლანკილოსის" ხელმძღვანელობას ამ ფეხბურთელთა გასხვისება სურდა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხურა, ვერ შეძლო მათი დაბინავება. "სარაგოსა" მზად იყო სონგოო და ბაბიჩი იჯარითაც დაეთმო, მაგრამ ვერც ეს ვარიანტი განხორციელდა. კლუბმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მათ მოქმედი კონტრაქტები გაუწყვიტა და ახლა ისინი თავისუფალი აგენტები არიან.

ფრანკ სონგოო 23 წლისაა, ის ცნობილი კამერუნელი გოლკიპერის, ჟაკ სონგოოს ვაჟია. ფრანკი ფეხბურთელად "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდებში

ჩამოყალიბდა. 2005 წელს სონგოო ბრიტანულ "პორტსმუთში" გადავიდა, სადაც თავი ვერაფრით გამოიჩინა და ესპანეთში დაბრუნდა - 2008 წელს "სარაგოსას" წევრი გახდა და 11-ნომრიანი მაისურაც მიიღო. ფრანკი საფრანგეთის მოქალაქეა და საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია, თუმცა ბოლოს მაინც კამერუნის ნაკრები არჩია.

მარკო ბაბიჩი 29 წლისაა, ის შარშან "ჰერტადან" გადავიდა "სარაგოსაში" და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხორვატიის ნაკრებში მას 49 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი აქვს გატანილი. "ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებად ამ ორ ფეხბურთელთან კონტრაქტების გაწყვეტა მივიჩნიეთ. დღეიდან მათ ნებისმიერ კლუბთან შეუძლიათ მოლაპარაკების დაწყება", - იუწყება არაგონელთა ოფიციალური საიტი.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული