მადრიდის "რეალის" ფრანგი ნახევარმცველი ლასანა დიარა ვარჯიშს დაუბრუნდა. დიარამ ტრავმა სეზონის პირველ მატჩში "მალიორკას" წინააღმდეგ მიიღო. ორშაბათს ფრანგი პირველად გამოცხადდა "რეალის" ბაზაზე, მაგრამ მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიშით (ძუნძული, ტრენაჟორები) შემოიფარგლა. ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ მეორე ტურისთვის დიარა მწყობრში იქნება. სხვათა შორის, ბაზაზე პირველი გუნდის ხუთი ფეხბურთელიღა ვარჯიშობდა, დანარჩენები ან ტრავმირებულნი არიან, ან საერთაშორისო მატჩებში თამაშობენ. დიარასთან ერთად ვარჯიშზე პოლონელი გოლკიპერი ირჟი დუდეკიც გამოცხადდა, ოღონდ დუდეკი ტრავმირებული არ ყოფილა, შაბათს მან ინგლისში ჯეიმი კარაგერისთვის მიძღვნილ მატჩში ითამაშა.