ესპანეთის ნაკრების ყოფილი წევრი მარიანო პერნია ურუგვაულ "ნასიონალში" გადავიდა. არგენტინული წარმოშობის ფეხბურთელი უკვე მონტევიდეოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. 33 წლის პერნიამ კარიერის ბოლო 8 წელიწადი ევროპაში გაატარა. 2003 წელს პერნია "რეკრეატივოში" გადავიდა, შემდეგ "ხეტაფეში", ხოლო 2005 წლიდან "ატლეტიკოს" წევრი იყო. პერნიას მადრიდული კარიერა არგენტინაში მომხდარი ავარიის გამო დასრულდა - შარშან შარშან ზაფხულში ფეხბურთელი ოჯახთან ერთად სერიოზულ ავარიაში მოყვა, ის და მისი ოჯახის წევრები სასწაულებრივ გადაურჩნენ სიკვდილს, მაგრამ ტრავმებმა პერნიას ძველი ფორმის აღდგენის შანსი არ მისცეს, ამის შემდეგ მან სულ ორჯერ
"ნასიონალი" ამბიციური გუნდია, მათ თავიანთი გეგმები გამაცნეს. ამიტომაც ავარჩიე ეს გუნდი. "ლიბერტადორესის თასზე" თამაში მომიწევს, ეს კი ერთადერთი ტურნირია, სადაც არ მითამაშია", - განაცადა მარცხენა მცველმა.