ხავი მარტინესი: მე 40 მილიონზე იაფი ვღირვარ

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკისა" და ესპანეთის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ხავი მარტინესმა ესპანურ პრესაში ისაუბრა, თუ როგორ ეკიდება ხმებს, რომლებიც ფეხბურთელს "ბარსელონაში", მილანის "ინტერსა" ან "მანჩესტერ სიტიში" 40 მილიონ ევროდ გზავნის.

"არ მჯერა, რომ ამდენი ვღირვარ. ეს ჩემი ფასი არ არის. თუნდაც კარგად ვთამაშობდე, მაინც არ ვფიქრობ, რომ ჩემი ფასი 40 მილიონი ევროა და ამ ფასად ვინმე მიყიდის.

რა თქმა უნდა, მიხარია დიდ გუნდებთან რომ მაკავშირებენ, მაგრამ მიჩვეული ვარ აწმყოზე ვიფიქრო და არა - მომავალზე", - თქვა მოთამაშემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული