მადრიდის "რეალის" მიზანი - ახალი რეკორდი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" გოლების რიცხვით ახალ რეკორდს უახლოვდება - სეზონში ყველაზე მეტი გოლი "ლოს ბლანკოსმა" 1989/90 წლების ჩემპიონატში გაიტანა - 107. ამ გრაფიკით (ახლა "რეალს" 80 გოლი აქვს გატანილი) ჟოზე მოურინიოს გუნდი 11 გოლით უსწრებს რეკორდულ სეზონს.

სხვათა შორის, მაშინ "რეალი" ჩემპიონი გახდა და ახლაც ახლოა "სამეფო კლუბი" მიზანთან. მაშინ მადრიდულ გრანდს ჯონ ტოშაკი წვრთნიდა. 24 ტურის შემდეგ ბომბარდირებში 24 გოლით მექსიკელი უგო სანჩესი ლიდერობდა, რომელმაც სეზონი 38 გოლი დაასრულა. კრიშტიანო რონალდომ ეს რეკორდი შარშანდელ სეზონში მოხსნა (40 გოლი) და ახლა
პორტუგალიელი თავისსავე რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს.

წლევანდელ სეზონში "რეალის" 80 გოლიდან 56 რონალდოს (29), გონსალო იგუაინის (14) და ქარიმ ბენზემას (13) ტრიომ გაიტანა. მაშინ "რეალის" 69 გოლიდან (24 ტურში) 42 სანჩესის (24), მარტინ ვასკესის (10) და ემილიო ბუტრაგენიოს (8) ანგარიშზე იყო.

"რეალის" შემტევი პოტენციალი მართლაც დიდია - უკვე 20 ტურია "სამეფო კლუბს" ლა ლიგის მატჩებში 1 გოლი მაინც გააქვს. უკეთესი შედეგი კლუბს 2000/01 წლების სეზონში ჰქონდა - ზედიზედ 27-მატჩიანი სერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული