კრისტიან ტელიო ახალგაზრდულშიც ყოჩაღობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალგაზრდა ფორვარდმა კრისტიან ტელიომ თავი ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიჩინა.

ლუის მილას გუნდმა 3:1 მოუგო ეგვიპტის ახალგაზრდულ ნაკრებს. ეგვიპტელები მოჰსენის გოლით იგებდნენ. ტელიომ შესვენების შემდეგ ბასკი ოსკარ დე მარკოსი შეცვალა. მან მარცხენა ფლანგზე გაიბრწყინა და ალვარო ვასკესი მოძებნა. ახალგაზრდული ნაკრების სასტარტოში ორმა ბარსელონელმა ითამაშა: ისააკ კვენკამ და მონტოიამ.

ესპანეთი: მარინო (46. ხოელი), მონტოია (68. ასპილიკუეტა), ბოტია (46. სან ხოსე), დომინგესი, დიდაკ ვილა (71. რუისი), ორიოლი (60. იტურასპე), ანდერი, კვენკა, დე მარკოსი (46. ტელიო), კაპელი (46. კოკე), ა. ვასკესი.
გოლები: 0:1
მოჰსენი (37), 1:1 ა. ვასკესი (53), 2:1 კოკე (72), 3:1 ა. ვასკესი (90)

* * *

მომავალ ტურში "კამპ ნოუს" ხიხონის "სპორტინგი" ეწვევა, რომელსაც ხავიერ კლემენტე წვრთნის. ბოლოს ცნიობილმა სპეციალისტმა "კამპ ნოუზე" 30 წლის წინათ, 1982 წელს მოიგო, როცა ბილბაოს "ატლეტიკს" წვრთნიდა.

* * *

გაზეთ "სპორტთან" ინტერვიუში ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ "ბარსელონას" მაშინაც არ გაშორდება, რაც საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

* * *

კარლეს რეშაკმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ჩემპიონობის შანსი და ეს ყველაზე კარგად ხოსეპ გვარდიოლამ იცის.

* * *

ესპანეთის სასამართლომ რადიო "კადენა კოპეს" 200 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, 2011 წლის მარტში გაკეთებული განაცხადის შესახებ, თითქოს, "ბარსელონას" ფეხბურთელები რეგულარულად იყენებენ დოპინგს.

* * *
იოჰან კრუიფი მექსიკური "ჩივას გვალადახარას" კონსულტანტად წარადგინეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული