აგენტი: ჩავი "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" 32 წლის ნახევარმცველის აგენტმა, ივან კორეტხამ ესპანურ პრესაში გაჩენილ ინფორმაციაზე, რომ ჩავი შესაძლოა მომავალ ზაფხულს პსჟ-ში გადავიდეს, კომენტარი გააკეთა.

იტყობინებოდნენ, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელობა მზად იყო ესპანეთის ნაკრების ლიდერში 80 მილიონი ევრო გადაეხადა.

"ჩავის კონტრაქტი 2014 წლის ივნისამდე მოქმედებს და ფეხბურთელი გუნდის დატოვებას არ აპირებს. მას რომელიმე სხვა კლუბში თამაში არ აინტერესებს", - განაცხადა "ბარსელონას" ფეხბურთელის აგენტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული