ბოიანი წუთებს ელის

AutoSharing Option
"ბარსელონას" 20 წლის ფორვარდი ბოიან კრკიჩი აღიარებს, რომ შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩის "მილანში" გადასვლა მის სათამაშო დროს გაზრდის.
"ცხადია, იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ, "ბარსელონაში" სათამაშო წუთები მომემატება. ეს მხოლოდ მე კი არა, გუნდის ყველა ფორვარდს ეხება. ზლატანი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს, სათამაშო დროის მომატების იმედი ნაკლებად უნდა გქონდეს", - თქვა კრკიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ახალდაწყებული ჩემპიონატის პირველ მატჩში, რომელშიც "ბარსამ" "რასინგი" 3:0 გაანადგურა, ბოიან კრკიჩმა 79-ე წუთზე დავიდ ვილია შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული