პეპ გვარდიოლა: სეიდუ კეიტა "ბარსელონაში" ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ფენომენია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ხიხონის "სპორტინგთან" (3:1) მატჩის შემდეგ მსაჯობაზე საუბარი არ ისურვა.

მატჩის არბიტრმა მოედნიდან ბოლო იმედის ჯარიმისთვის ჟერარდ პიკე გააძევა. კატალონიელებმა მთელი მეორე ტაიმი რიცხვობრივ უმცირესობაში ჩაატარეს, თუმცა გამარჯვება მაინც მოიპოვეს.

"მსაჯმა პიკე გააძევა, რადგან ის ეპიზოდი ამას მოითხოვდა. გასულ სეზონში იმის ხარჯზე ვიმარჯვებდით, რომ შესაბამის თამაშს ვაჩვენებდით და გამარჯვებას ვიმსახურებდით. ყოველთვის ასე უნდა ვითამაშოთ. "სპორტინგთან" მატჩში ჩემი ფეხბურთელები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და პატარა გმირობა ჩაიდინეს.

განსაკუთრებით კეიტას გამოვარჩევდი. მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" ჩავუდექი სათავეში, სეიდუ ერთ-ერთი
ყველაზე საოცარი ფენომენია, რომელსაც შევხვედრივარ", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული