კაკა: ჩემთვის ეს განსაკუთრებული საღამო იყო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კაკამ "ესპანიოლთან" (5:0) მატჩში თავისი გუნდის გამარჯვების შესახებ ისაუბრა.

"ჩემთვის ეს განსაკუთრებული საღამო იყო. გუნდს ქულები სჭირდებოდა და ამავე დროს კონკურენტუნარიანი მეტოქე გვყავდა. საერთო ჯამში ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. (იხილეთ ვიდეო)

ჩემი თამაშიც მომეწონა. შანსი მქონდა, რომელიც გამოვიყენე. ამ გოლმა და მთლიანად თამაშმა საკუთარი ძალების რწმენა უნდა დამიბრუნოს.

შევძელი ჩემი თავი დამერწმუნებინა იმაში, რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია", - თქვა ბრაზილიელმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული