ჟერარდ პიკე შესაძლოა დასაჯონ

AutoSharing Option
ლა ლიგის სამსაჯო კომიტეტმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას "ბარსელონას" მცველის ჟერარდ პიკეს დასჯის თხოვნით მიმართა, რისი მიზეზიც "ბარსელონა"-"სპორტინგის" მატჩის შემდე მისი გამონათქვამებია.

შეგახსენებთ, რომ ხიხონის "სპორტინგთან" შეხვედრაში, რომელიც კატალონიელებმა 3:1 მოიგეს, პიკემ წითელი ბარათი მიიღო. ფეხბურთელი არბიტრის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და თქვა, რომ მსაჯი მის გასაძევებლად მიზეზს ეძებდა.

სამსაჯო კომიტეტის პრეზიდენტმა ვიქტორიანო არმინიომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მიმართა, რომ ფეხბურთელი ამ სიტყვების გამო დასაჯონ.

"პიკეს კომენტარები უსაფუძვლოა. ეს სერიოზული ბრალდებაა, რომლის გამო მან პასუხი უნდა აგოს.

ფეხბურთში ყველა ერთმანეთს პატივს უნდა
სცემდეს. მსგავსი კომენტარები არბიტრების რეპუტაციას ლაქას სცხებს და ამიტომ ჩვენ პიკეს დასჯას ვითხოვთ", - განაცხადა არმინიომ.

მომზადებულია Radio Nacional-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული