ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საგზური მოიპოვა. ამისთვის გუნდმა პოლონეთში 1:0 დაამარცხა მასპინძელთა ნაკრები და ერთ-ერთი საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით გავიდა შემდეგ ეტაპზე. მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი "ესპანური ფეხბურთის პრინცი" სერხიო კანალესია, რომელმაც მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გაიტანა, თუმცა გოლსაც ხომ გააჩნია - ესპანურმა მედიამ ეს გოლი უკვე შერაცხა გენიალურად - პოლონელთა კართან საჯარიმო დაინიშნა და ტიაგო ალკანტარამ გამორბენის გარეშე თავზე გადაუგდო ბურთი პოლონელთა "კედელს" და საჯარიმოში შეჭრილმა კანალესმა ერთი შეხებით გაიტანა გადამწყვეტი გოლი. ზუსტად ასეთი საჯარიმო ამ
გოლის ვიდეო: http://www.dailymotion.com/video/xeq9cb_poland-u21-spain-u21-0-1_sport#from=embed
გოლი ინგლისელებთან მატჩში: http://www.101greatgoals.com/videodisplay/6809821/