6 მარტს მადრიდის "რეალი" 110 წლის იუბილეს აღნიშნავს

AutoSharing Option
6 მარტს მადრიდის "რეალი" 110 წლის იუბილეს აღნიშნავს.

კლუბის ისტორიაში ათვლის წერტილად 1902 წლის 6 მარტი ითვლება, როცა "Madrid Football Club" დაარსდა. 1920 წლის შემდეგ კლუბი ტიტულ "სამეფოს" ატარებს, რომელიც მას ესპანეთის მეფემ ალფონსო XIII-მ მიანიჭა.

"რეალის" ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატში 31 გამარჯვებაა, რაც ნაციონალური რეკორდია. მადრიდელებმა ესპანეთის თასი 18-ჯერ მოიგეს და რვაჯერ - სუპერთასი.

ჩემპიონთა ლიგაში "რეალმა" ცხრაჯერ გაიმარჯვა, ორჯერ უეფას თასი მოიპოვა და ერთხელ - უეფას სუპერთასი.

გარდა ამისა, "სამეფო კლუბმა" საერთაშორისო თასი (მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) სამჯერ მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული