ერიკ აბიდალი: მედიკამენტების უმეტესობას დღემდე ვიღებ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ დღემდე იღებს აბებს, რათა კიბოს თანამდევი შედეგებისგან გათავისუფლდეს.

"დღემდე ძალიან ბევრ მედიკამენტს ვიღებ და ძალიან ჯანსაღი საკვებით ვიკვებები. თუმცა გამოვკეთდი და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩემთვის ბედნიერება ჩემი ოჯახი და მეგობრებია. ყველაფერს მირჩევნია იმის ყურება, როგორ იზრდებიან ჩემი ბავშვები. მათთან ყოფნის თითოეული წუთით ვტკბები.

ძალიან სასიამოვნო იყო, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის თასის აწევის საშუალება მომცა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მომენტი იყო. ამისთვის პარტნიორების მადლიერი ვარ", - განაცხადა აბიდალმა.

მომზადებულია Hospital Jove-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული