ჟოზე მოურინიო: მადრიდის "რეალმა" კარგად ითამაშა, მაგრამ "ბეტისი" მეტს იმსახურებდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "ბეტისთან" (3:2) გასვლითი მატჩის შემდეგ კმაყოფილი არ ყოფილა. "სამეფო კლუბმა" სამი ქულის მოპოვება რთულ ბრძოლაში მოახერხა.

"ხანდახან უკეთესია დაცვიდან ითამაშო და ბურთი მეტად აკონტროლო. ამ შეხვედრაში ბურთის გაკონტროლება არც ჩვენ გამოგვივიდა და არც მასპინძლებს. ვფიქრობ, რომ მატჩის შედეგი არასამართლიანია. უფრო კანონზომიერი საყაიმო შედეგი იქნებოდა. სამი ქულის მოპოვებამ გამახარა, მაგრამ "ბეტისი" მეტს იმსახურებდა. ჩემი გუნდი ცუდად არ თამაშობდა, მაგრამ ამჯერად ძალიან ძლიერი მეტოქე გვყვადა, რომელსაც შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს", - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

იკერ კასილიასის კარში
არდანიშნული პენალტის შესახებ პოლემიკას რაც შეეხება, მოურინიომ განაცხადა: ძალიან შორს ვიყავი და ვერ დავინახე მოხვდა თუ არა სერხიო რამოსს ბურთი ხელში "ბეტისის" ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ. მე პრაქტიკულად არც "ბეტისის" მეორე გოლი მინახავს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული