ხოსეპ გვარდილა: მე და ჟოზე მოურინიო ერთმანეთის არ ვგავართ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ ჟოზე მოურინიოს მხოლოდ გამარჯვების სურვილში ჰგავს და სხვა არაფერში.

9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლამ "კარგი ბიჭის" იმიჯი შეიქმნა, ორივენი ერთმანეთს ბევრ რამეში ჰგვანან, უბრალოდ კატალონიელს ეს სააშკარაოზე არ გამოაქვს. თუმცა გვარდიოლა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება:

"ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ ერთ რამეში გამარჯვების სურვილში ვგავართ. ჟოზესავით რომ მოვქცეულიყავი, მაშინ საქმისადმი მიდგომა უნდა შემეცვალა. მე და მოურინიო აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები ვ
ართ.

"ბარსელონა" ყოველთვის გულწრფელია, როგოც მე და ამიტომ პორტუგალიელს არ ვგავარ. არასდროს მოვისურვებდი მორურინიოსთან ერთ დონეზე ვყოფილიყავი.

საკმარისია ჩვენი პრესკონფერენციები შეადაროთ ერთამანეთს. ამის შემდეგ ძნელია თქმა, თითქოს ერთმანეთს ვგავართ", - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული