გრანდებმა მოიგეს - "რეალმა" ოფლისღვრითა და საკამათო ეპიზოდით ბოლო წუთზე, "ბარსამ" ლამის ბურთის გორებით. აი, საჩემპიონთალიგო ადგილებისთვის (მე-3 და მე-4) ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა.
ლა ლიგაში ვეღარავინ დაიკვეხნის
უკვე მე-3 წუთზე მიხვდა "ბეტისის" მეკარე ფაბრისიო აგოსტო, რომ კრიშტიანო რონალდო ძალზე სერიოზულად იყო დაგეშილი მის კარზე. პორტუგალიელს
გოლიც მალე გავიდა, ოღონდ... "რეალის" კარში. ნაჩო პერესმა მარცხენა ფლანგი გადაირბინა, საჯარიმოში რუბენ კასტრო მოძებნა, რომელმაც ხორხე მოლინას დაუგორა და თავდამსხმელმაც ყველაფერი "ხუთიანზე" შეასრულა.
15 წუთი დასჭირდა ლიდერს ანგარიშის გასათანაბრებლად, მესუთ იოზილმა შესანიშნავი პასით გონსალო იგუაინი გაიყვანა დასარტყამ პოზიციაზე და არგენტინელმაც ივარგა. ტაიმის მიწურულს "რეალი" სალვა სევილიას საჯარიმოს გადაურჩა, ბურთი კასილიასის კარის ხარიხას მოხვდა.
მეორე ტაიმში "რეალი" მალევე დაწინაურდა, კრიშტიანომ ახლო მანძილიდან გაიტანა პირველი გოლი "ბეტისის" კარში. მაგრამ ანდალუსიელებმა კიდევ გაიბრძოლეს, 2 წუთში ალვარო არბელოამ უხეიროდ მოიგერია ბურთი და ჯეფერსონ მონტერომ გაათანაბრა.
ამის შემდეგ კასილიასმა იხსნა მადრიდელთა კარი ერთ შეტევაში ორჯერ - კასტროს და მონტეროს დარტყმულები აიღო. "რეალს" სამი ქულა მისმა ბომბარდირმა მოუტანა - სერხიო რამოსის თავური ფაბრისიომ კი მოიგერია, მაგრამ პორტუგალიელის დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა - ესეც 3:2 და 32 გოლი სეზონში!
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიტანა? ხომ გაიტანა!
ტური ანდალუსიურ-ვალენსიური დაპირისპირებით დაიწყო, "მალაგა" და "ლევანტე" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. მატჩის ბედი ხოსე სალომონ რონდონის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
ვენესუელელი მეორე ტაიმის დასაწყისში ხოაკინის მიერ ჩაწოდებულ საჯარიმოს მეტოქეზე ადრე შესწვდა თავით (თუმცა საკითხავია, მან დაარტყა თუ "ლევანტეს" აბდელკადერ ღეზალმა საკუთარ კარში). ამის შემდეგ "მალაგას" ანგარიშის გაზრდა შეეძლო ისკოს, რომ ეყოჩაღა.
აგირეჩეს ფეხითაც გააქვს
შეიძლება ითქვას, რომ "რეალ სოსიედადმა" "სარაგოსას" სეგუნდა დივიზიონის "ვიზა ჩაურტყა" შინ "ანოეტაზე" 3:0-ის მოგებით. სამიდან ორი გოლი იმანოლ აგირეჩეს ანგარიშზეა. ამით ბასკმა ფორვარდმა 8 გოლამდე გაზარდა ლა ლიგაში თავის მონაგარი.
აღსანიშნავია, რომ ორივე ბურთი მან ფეხით გაიტანა. აქამდე უფრო ხშირად თავით ყოჩაღობდა.
აგირეჩე ვახსენეთ და არც 23 წლის მექსიკელი კარლოს ველა დავივიწყოთ, რომელიც მატჩში საუკეთესო იყო - არაგონელთა დაცვა მოარბია.
კლემენტე ომს იწყებს
...ომს გადარჩენისთვის. "სპორტინგმა" ბასკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით პირველი "სისხლი დაღვარა" - მიჩელის "სევილია" მოინადირა - 1:0. პორტუგალიელმა ანდრე კაშტრომ კი შაბათი დღის ულამაზესი გოლი გაიტანა მახვილი კუთხიდან.
მადრიდელებს არბევენ, მადრიდელები არბევენ
11 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ორი მატჩი გაიმართა - "ესპანიოლმა" წელში გადატეხა მადრიდული "რაიო ვალეკანო"; ხოლო მეორე მადრიდულმა კლუბმა, "ატლეტიკომ" შინ "გრანადას" მოუგო.
ბარსელონური მატჩის მთავარი გმირები ნიგერიელი და ბრაზილიელი არიან. კალუ უჩემ ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო კოუტინიომ - დუბლი. ერთიც და მეორეც "ესპანიოლმა" ზამთარში დაიმატა.
კიდევ ერთი მომენტის გახსენება შეიძლება - კოუტინიომ იმდენად ცუდად ითამაშა "რეალის" წინააღმდეგ, რომ მალევე შეცვალეს, ახლა კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სერხიო გარსიას ორ საგოლე პასსაც აღვნიშნავთ. ერთადერთი, ვისი "ელვებისგან" გამოყოფაც გვინდა, რაულ ტამუდოა, რომელმაც თავის ყოფილ გუნდს გაუტანა - 5:1.
"ვისენტე კალდერონზე" კი მოსაწყენი მატჩი მირანდას და ფალკაოს გოლებმა გაახალისა - 2:0, დიეგო სიმეონეს გუნდის საჩემპიონთალიგო შანსები იზრდება.
არ იყო პრობლემა და ვალენსიამ გამოიგონა
სხვა ვერაფერს დავარქმევთ "ღამურების" საქციელს - "მალიორკას" 2:0-ს უგებდნენ (ტეხერას და ავატეს უხეში შეცდომების გამო) და მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვეს. ის კი არა, 10 კაცის ამარა დარჩნენ და კინაღამ წააგეს. არადა, გამარჯვებით "ვალენსია" პრაქტიკულად გაინაღდებდა მე-3 ადგილს.
კარშიც ვერ დაარტყეს
რა უნდა მოსთხოვო გუნდს, რომელსაც სეზონში მესამე (!) მწვრთნელი "ბარსელონასთან" თამაშის წინა დღეს დაუნიშნეს? ალვარო სერვერას "რასინგმა" ვერაფერი გააწყო 3 მცველით მოთამაშე "ბარსასთან", რომლის რიგებში, რა გამოცნობა ამას უნდა, ლეო მესიმ გაიბრწყინა. არგენტინელმა დუბლი შეასრულა და ლა ლიგაში გოლების რაოდენობა 30-ამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ "რასინგს" ვიქტორ ვალდესის კარში არ (ვერ) დაურტყია.
ესპანეთი. ლა ლიგა. XXVI ტური
მალაგა-ლევანტე 1:0
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ტულალანი, კასორლა - ხოაკინი (77. სება ფერნანდესი), ისკო (89. დუდა), ელიზეუ (70. ნაჩო კამაჩო) - რონდონი.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი (78. რ. სუარესი), ბალესტეროსი, კაბრალი, დელ ორნო - ფარინოსი, ბარკერო - ვალდო, ღეზალი (87. ელ ჟარი), სერანო (56. ბოტელიო) - კონე.
გოლი: 1:0 რონდონი (51)
გაფრთხილება: ფერნანდესი, დუდა, ტულალანი - ლოპესი, დელ ორნო, ბალესტეროსი
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 24-10 (4-3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 23 000
სოსიედადი-სარაგოსა 3:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ილარამენდი (74. ბერგარა), არანბურუ - ჩაბი პრიეტო (70. გრიზმანი), ზურუტუზა, ველა - აგირეჩე (78. ხ. ლორენტე).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - პ. ალვარესი, ლანძარო, და სილვა, ობრადოვიჩი - აპონიო, რუბენ მიკაელი - ლუის გარსია (62. ხუან კარლოსი), ე. ორიოლი (72. ორტი), აბრაამი (52. ლაფიტა) - არანდა.
გოლები: 1:0 აგირეჩე (18), 2:0 ველა (21), 3:0 აგირეჩე (39)
გაფრთხილება: გონსალესი, ესტრადა - ლანძარო, ალვარესი
გაძევება: ლანძარო (83)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 13-7 (7-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 26 000
სპორტინგი-სევილია 1:0
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ორფილა, ბოტია, გრეგორი, კანელია - გალვესი, ანდრე კაშტრო (80. ნაჩო კასესი) - მენდი, ტრეხო, კოლუნგა (73. ბილიჩი) - ბარალი (63. ლორა).
სევილია (4-2-3-1): პალოპი - კოკე, კალა (57. კამპანია), ესკუდე, ფ. ნავარო - რაკიტიჩი (73. ტროხოვსკი), ფასიო - ხესუს ნავასი, რეიესი (67. ბ. დიავარა), პეროტი - დელ მორალი.
გოლი: 1:0 ანდრე კაშტრო (32)
გაფრთხილება: ტრეხო, კოლუნგა, გალვესი, ბილიჩი, ბოტია, ხუან პაბლო - კოკე, ნავარო, ესკუდე, პეროტი, ფასიო
გაძევება: კოკე (90)
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 21-7; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-18 (7-3); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 21 500
ბეტისი-რეალი 2:3
ბეტისი (4-3-3): ფაბრისიო - ნელსონი, პაულაუ, დორადო, ნაჩო - ბენატი, ირინეი (76. კანიასი), სევილია (72. სანტა კრუსი) - რ. კასტრო, მოლინა (64. პოსუელო), მონტერო.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი (87. ბენზემა), კაკა (74. გრანერო), რონალდო - იგუაინი (77. კალეხონი).
გოლები: 1:0 მოლინა (9), 1:1 იგუაინი (24), 1:2 რონალდო (51), 2:2 მონტერო (54), 2:3 რონალდო (72)
გაფრთხილება: ირინეი - კაკა, იგუაინი, არბელოა
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14-20 (6-10); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 51 000
ესპანიოლი-ვალეკანო 5:1
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, ამატი, მორენო, დიდაკ ვილა - ბაენა, კ. გომესი (61. რომარიკი) - ს. გარსია, ვერდიუ, კოუტინიო (72. რუი ფონტე) - კ. უჩე (86. კუაიე).
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხოელი - ტიტო, არიბასი, პულიდო (46. ლ. ბანგურა), რაულ ბრავო - ფუეგო, მოვილია (46. დიამანკა) - ტრაშორასი (46. პიტი), მიჩუ, არმენტეროსი - ტამუდო.
გოლები: 1:0 კ. უჩე (3), 2:0 კოუტინიო (9), 3:0 კოუტინიო (22), 4:0 კ. უჩე (44), 4:1 ტამუდო (54), 5:1 კ. უჩე (68)
გაფრთხილება: ლოპესი, ბაენა, ამატი, ვერდიუ - მიჩუ, ბანგურა
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 26-23; თამაშგარე: 0-8; კარში დარტყმა: 17-13 (10-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 31 000
ატლეტიკო-გრანადა 2:0
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, დომინგესი - სალვიო (68. არდა თურანი), მ. სუარესი (56. ასუნსაო), გაბი, კოკე - ადრიან ლოპესი (78. პერეა), ფალკაო.
გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - ნიომი, ი. ლოპესი, მაინსი, ბ. გომესი - მ. რიკო, მოისესი (80. ხეიხო) - კორტესი (58. იგჰალო), აბელი, ხაიმე (29. ენრიკე) - უჩე.
გოლები: 1:0 მირანდა (38), 2:0 ფალკაო (92)
გაფრთხილება: კოკე, გოდინი - ნიომი, გომესი
გაძევება: ენრიკე (83)
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 14-10 (3-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 48 500
ვალენსია-მალიორკა 2:2
ვალენსია (4-4-2): გუაიტა - ბარაგანი, რამი, დეალბერტი, ალბა (74. პიატი) - ფეგული, პარეხო, ტ. კოსტა, ჟონასი (86. მ. თოპალი) - სოლდადო, ადურისი (64. მატიო).
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ჩიკო, ნუნიეში, რამისი, პ. კასერესი - მარტი, ტეხერა (61. ალფარო) - პერეირა (85. სენდროსი), ალვარო (88. გ. კასტრო), ნსუე - ვიქტორი.
გოლები: 1:0 ტ. კოსტა (23), 2:0 ადურისი (42), 2:1 ნსუე (57), 2:2 ვიქტორი (65)
გაფრთხილება: რამი - კასერესი, ვიქტორი, კასტრო, ავატე.
გაძევება: კოსტა (84)
კუთხური: 13-6; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 23-9 (8-4); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 22 000
რასინგი-ბარსელონა 0:2
რასინგი (4-2-3-1): მ. ფერნანდესი - ფრანსისი, ალვარო, ბერნარდო სუნიგა, სისმა - პ. დიოპი, კოლსა (61. ადრიანი) - არანა, გულონი, მუნიტისი (69. სამპერიო) - ბაბაკარი (46. სტუანი).
ბარსელონა (3-4-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პუიოლი - ბუსკეტსი, ჩავი (82. კეიტა), ფაბრეგასი, ინიესტა - კვენკა (72. ტელიო), მესი, პედრო (87. ადრიანო).
გოლები: 0:1 მესი (29), 0:2 მესი (56-პენ)
გაფრთხილება: ფრანსისი, ბაბაკარი, ალვარო, სისმა, დიოპი, სტუანი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 1-23 (0-8); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 19 000
ოსასუნა-ბილბაო 2:1
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, სერხიო, ფლანიო, დამია - პუნიალი, ნეკუნამი - სეხუდო (83. ლო), რ. გარსია, ლამა (87. ანუნსიატა) - ნინო (66. მანუ).
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ამორებიეტა, აურტენეჩე (46. ფ. ლორენტე) - დე მარკოსი, იტურასპე (46. ანდერი), ი. პერესი - სუსაეტა, ტოკერო (63. ი. გომესი), მუნიაინი.
გოლები: 1:0 იტურასპე (9 ს.კ.), 2:0 რ. გარსია (31), 2:1 ფ. ლორენტე (55)
გაფრთხილება: ლამა, ფლანიო - ტოკერო, ამორებიეტა, იტურასპე, სან ხოსე, გომესი, ანდერი, დე მარკოსი
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 17-22; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 17-17 (6-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 16 000
12 მარტი
ვილიარეალი-ხეტაფე 00:00
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 26 23 1 2 88-23 70
2. ბარსელონა 26 18 6 2 75-19 60
3. ვალენსია 26 12 8 6 40-31 44
4. მალაგა 26 12 4 10 37-37 40
5. ლევანტე 26 11 5 10 37-37 38
6. ოსასუნა 26 9 11 6 31-40 38
7. ბილბაო 26 9 10 7 42-34 37
8. ატლეტიკო 26 9 9 8 36-31 36
9. ესპანიოლი 26 10 6 10 32-35 36
10. ვალეკანო 26 10 4 12 37-43 34
11. სევილია 26 8 9 9 27-29 33
12. სოსიედადი 26 9 6 11 30-36 33
13. მალიორკა 26 7 9 10 26-32 30
14. ბეტისი 26 9 3 14 31-38 30
15. ხეტაფე 25 7 8 10 25-34 29
16. გრანადა 26 8 4 14 22-37 28
17. ვილიარეალი 25 6 9 10 26-38 27
18. რასინგი 26 4 12 10 21-37 24
19. სპორტინგი 26 6 6 14 24-48 24
20. სარაგოსა 26 4 6 16 21-49 18
ბომბარდირები
32 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 30 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - გონსალო იგუაინი (რეალი); 16 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი), მიჩუ (რაიო ვალეკანო), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 12 - რობერტო სოლდადო (იუვენტუსი).
მომდევნო ტური
17 მარტი: ხეტაფე-რეალ სოსიედადი, გრანადა-სპორტინგი, სარაგოსა-ოსასუნა, სევილია-ბარსელონა, რაიო ვალეკანო-ბეტისი.
18 მარტი: ლევანტე-ვილიარეალი, მალიორკა-ატლეტიკო, ბილბაო-ვალენსია, რეალი-მალაგა.
19 მარტი: ესპანიოლი-რასინგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"