ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონა" მოწოდების სიმაღლეზე იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა "რასინგთან" მატჩში თავისი შეგირდების თამაშით კმაყოფილი დარჩა.

კატალონიელებმა გამარჯვება ლიონელ მესის ორი უპასუხო გოლით მოიპოვეს.

"მიუხედავად იმისა, რომ მოედნის საფარი ჩვენს კომბინაციურ თამაშს არ პასუხობდა, მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით. ბოლო დროს დანაკარგები გვაქვს და მოთამაშეებს შედეგის მისაღწევად დიდი ძალისხმევა სჭირდებათ.

ამის მიუხედავად, ეროვნული პირველობის დასრულებამდე ორთვენახევარია დარჩენილი და მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას შევეცდებით.

"რასინგს" უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად წარმატებებს ვუსურვებთ. ამ ბრძოლაში მონაწილეობას რამდენიმე გუნდი მიიღებს", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული