უნაი ემერი: "ვალენსიას" მოთამაშეებმა და გულშემატკივრებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ

AutoSharing Option
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "მალიორკასთან" (2:2) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა ისეთივე შეცდომები დაუშვეს, როგორიც პსვ-ისთან მატჩში.

"ღამურებმა" ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ იმდენივე გაუშვეს.

"ამ ანგარიშთან შეგუება რთულია, მაგრამ ამის გაკეთება მოგვიწევს. გუნდმა პირველ ტაიმსა და მეორეს დასაწყისში შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ შემდეგ გამარჯვებისმომტანი თამაშის ხარისხი დავკარგეთ.

ჩვენი გულშემატკივრები იმედგაცრუებულნი არიან, თუმცა მათ და ფეხბურთელებმა რთულ დროს ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ", - განაცხადა ბასკმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული