თუმცა არგენტინელმა აღიარა, რომ "ბლაუგრანას" წინაშე ძალიან რთული ამოცანა დგას.
"რა თქმა უნდა, სასურველია მადრიდის "რეალთან" უფრო ახლოს ვიყოთ ან პირველ ადგილზე ვიმყოფებოდეთ. თუმცა პრიმერადივიზიონში სხვა მდგომარეობაა. თანაც, "რეალი" ქულებს არა და არ კარგავს.
მაგრამ ჩვენ თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის უნდა განვეწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობის მოპოვება ძალიან რთული იქნება, დარჩენილი თამაშების მოგება აუცილებელია", - განაცხადა მესიმ.