ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონასთან" კონტრაქტს ამ ორ დღეში გააგრძელებს?

AutoSharing Option
ესპანური მედიის მტკიცებით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა უახლოესი ორი დღის განმავლობაში კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში "ბლაუგრანას" თავკაცის კონტრაქტი ბოლო დროს ერთ-ერთი მთავარი თემაა. გვარდიოლას ამ დრომდე მკვეთრი პასუხი არ გაუცია კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა კონტრაქტს კატალონიურ კლუბთან.

არადა, "ბარსას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში მოვლენების მსგავს განვითარებას არ ელის. ესპანეთის ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა დასძინა, რომ ვერც იმას იტყვის, ახალი ხელშეკრულების გაფორმება როდის მოხდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული