აღსანიშნავია, რომ ესპანეთში "ბლაუგრანას" თავკაცის კონტრაქტი ბოლო დროს ერთ-ერთი მთავარი თემაა. გვარდიოლას ამ დრომდე მკვეთრი პასუხი არ გაუცია კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა კონტრაქტს კატალონიურ კლუბთან.
არადა, "ბარსას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში მოვლენების მსგავს განვითარებას არ ელის. ესპანეთის ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა დასძინა, რომ ვერც იმას იტყვის, ახალი ხელშეკრულების გაფორმება როდის მოხდება.