ტინო კოსტა შარშია

AutoSharing Option
"ვალენსიას" არგენტინელი ნახევარმცველი ტინო კოსტა, რომელიც ლა ლიგაში შორეული დარტყმების სპეციალისტად არის ცნობილი, შარში გაეხვა - "ტვიტერის" გვერდზე მან გამოაქვეყნა მოწოდება კლუბის პრეზიდენტ მანუელ ლორენტესადმი და მწვრთნელ უნაი ემერისადმი - გაეცალეთ ჩვენს გუნდსო.

ეს ყველაფერი "მალიორკასთან" 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ მოხდა. ახლა კოსტა ამტკიცებს, რომ მას "ტვიტერზე" "შემთხვევით დაეპოსტა" სხვისი აზრი. ფეხბურთელი მწვრთნელსა და პრეზიდენტს უბოდიშებს, რომ სრულიად შემთხვევით გახდა უნაი ემერის მოხსნის კამპანიის მომხრეთა შორის. "ჩემს გვერდზე შეცდომაა. არასოდეს ცხოვრებაში არ დავუჭერ მსგავს რამეს მხარს, არ დაიჯეროთ", - დაწერა
ტინომ მოგვიანებით "ტვიტერზე", მაგრამ დაუჯერებენ?

17-მატჩიანი სასჯელი მწვრთნელის ცემისთვის
"ალ ვასლის" მეკარე მაჯედ ნასერს 17-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს "ალ აჰლის" მწვრთნელის, ესპანელი კიკე სანჩესის გასილაქებისათვის. კიკეს მეკარე უკნიდან მიეპარა და თავში მაშინ ჩასცხო, როცა ესპანელი ფეხბურთელებთან ერთად ზეიმობდა. მეკარე 30 ათასი დრაჰმითაც (6, 2 ათასი ევრო) დააჯარიმეს. ეს ყველაფერი საამიროების თასის ნახევარფინალში მოხდა. სხვათა შორის, კიკე სანჩესი, რომელიც ადრე "ვალენსიას" და "ატლეტიკოს" წვრთნიდა, ვერ მიხვდა, რა მოხდა: "მეგონა, სატელევიზიო კამერა მომარტყეს", - აღნიშნა მან.

მესი კიდევ ოთხჯერ

"ბარსელონას" ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ კიდევ 4 სეზონის განმავლობაში მისი თანაგუნდელი ლიონელ მესი არავის დაანებებს "ოქროს ბურთს": "რამე არაორდინარული თუ არ მოხდა, მომავალი 3-4 "ოქროს ბურთი" ლეოსი იქნება. ამიტომაც, დროა, სხვადასხვა პოზიციაზე დააწესონ პრიზები, თორემ სულ მესი მოიგებს", - იხუმრა "რადიო კატალუნიასთან" საუბარში ალვეშმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული