ფილიპე კოუტინიო, დარჩი ბარსელონაში

AutoSharing Option
"ესპანიოლს" სურს, ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიო იჯარის ვადის გასვლის მერეც შეინარჩუნოს. "ესპანიოლის" დირექტორი რამონ პლანიესი ამბობს, რომ კოუტინიო გუნდს მომავალ სეზონშიც დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბრაზილიელი შემტევი მილანის "ინტერის" საკუთრებაა" და სეზონის ბოლომდე იჯარით თამაშობს ბარსელონურ კლუბში. ტექნიკურმა გარემარბმა, რომელიც "ინტერში" დაიჩაგრა, ლა ლიგაში თავი გამოიჩინა და "ესპანიოლის" ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

"ჩვენ გვსურს კოუტინიოს შენარჩუნება. რა თქმა უნდა, საამისოდ "ინტერთან" რთული მოლაპარაკება გველის, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია", - აცხადებს "ესპანიოლის" დირექტორი.

ჩავი მსაჯებს არ აბრალებს
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა აღიარა, რომ
"რეალთან" 10-ქულიანი ჩამორჩენა არ არის არაობიექტური მსაჯობის ბრალი.

კატალონიაში ბევრი მიიჩნევს, რომ "რეალს" ხშირად ეხმარებიან მსაჯები და სწორედ ამის გამო ლიდერობს "სამეფო კლუბი": "ჩვენ კლუბში არ ვლაპარაკობთ მსაჯობაზე. გვირჩევნია, თვითკრიტიკით შემოვიფარგლოთ - "რეალი" იმიტომ გვისწრებს 10 ქულით, რომ წლეულს "ბარსელონა" ისე კარგად ვერ თამაშობს, როგორც გასულ სეზონებში", - განაცხადა ჩავიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული