შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბრაზილიელი შემტევი მილანის "ინტერის" საკუთრებაა" და სეზონის ბოლომდე იჯარით თამაშობს ბარსელონურ კლუბში. ტექნიკურმა გარემარბმა, რომელიც "ინტერში" დაიჩაგრა, ლა ლიგაში თავი გამოიჩინა და "ესპანიოლის" ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
"ჩვენ გვსურს კოუტინიოს შენარჩუნება. რა თქმა უნდა, საამისოდ "ინტერთან" რთული მოლაპარაკება გველის, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია", - აცხადებს "ესპანიოლის" დირექტორი.
ჩავი მსაჯებს არ აბრალებს
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა აღიარა, რომ
კატალონიაში ბევრი მიიჩნევს, რომ "რეალს" ხშირად ეხმარებიან მსაჯები და სწორედ ამის გამო ლიდერობს "სამეფო კლუბი": "ჩვენ კლუბში არ ვლაპარაკობთ მსაჯობაზე. გვირჩევნია, თვითკრიტიკით შემოვიფარგლოთ - "რეალი" იმიტომ გვისწრებს 10 ქულით, რომ წლეულს "ბარსელონა" ისე კარგად ვერ თამაშობს, როგორც გასულ სეზონებში", - განაცხადა ჩავიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"