ერიკ აბიდალს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ფრანგ მცველს ერიკ აბიდალს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

ოპერაციისთვის მომზადება, სავარაუდოდ, ორ კვირას გასტანს. კლუბის სამედიცინო შტაბი მოვლენების ასეთ განვითარებას ერთი წლის წინ ვარაუდობდა, თუმცა მაშინ ოპერაციის აუცილებლობა არ იყო.

"ბარსელონა" გამოვიდა განცხადებით, რომ ფეხბურთელის პირად ცხოვრებას მაქსიმალურად პატივი სცენ.

შეგახსენებთ, რომ ადრე აბიდალმა ღვიძლის კიბოს ოპერაცია გაიკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს, გამაგრდი აბიდალ!
daniell
00:55 16-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული