"ბარსელონას" ახალი "კამპ ნოუ" ექნება?

AutoSharing Option
"ელ მუნდო დეპორტივოს" ინფორმაციით, "ბარსელონა" ახალი, 110 ათას გულშემატკივარზე გათვალისწინებული სტადიონის აშენებას აპირებს.

კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი ამ ინიციატივით სერიოზულად ყოფილა დაინტერესებული.

იდეას მხარს ბარსელონას მერი ხავიერ ტრიასიც უჭერს მხარს, რომლის აზრითაც ახალი სტადიონი "კამპ ნოუს" გვერდითაც შეიძლება აშენდეს, დიაგონალის გამზირზე.

კომპანია მკმ-მ უკვე წარმოადგინა ახალი სტადიონის აშენების ეკონომიკური გეგმა. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომლის წყალობითაც აშენდა "ბარსელონას" აკადემიის (ლა მასია) ახალი შენობა. კომპანიის ხელმძღვანელების მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი მოგება ნახოს კლუბმა და კომპანიამ სარეკლამო ბანერებიდან, რომელთა განთავსება სტადიონის
ფასადზეც არის გათვალისწინებული.

"კამპ ნოუ" 1957 წელს გაიხსნა, მას მერე ორჯერ განიცადა რეკონსტრუქცია (1994 და 2008) , ხოლო 1982 წელს გაიზარდა სტადიონის ტევადობა. ახლა "კამპ ნოუ" 99 354 გულშემატკივარს იტევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული