"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "სევილიასთან" (2:0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მოგების იმედი აღარ აქვს. შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალთან" "ბარსელონას" ჩამორჩენა 7 ქულას შეადგენს, ამასთან "სამეფო კლუბს" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
"ძალიან მინდა რომ ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ, მაგრამ არ ვიცი ეს შესაძლებელია თუ არა… არის მეორე გუნდი, რომელმაც ჩვენზე უკეთესი შედეგების მიღწევა მოახერხა.
მოდით დაივიწყეთ, ამ ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.