მანამდე ქარიმ ბენზემამ თავურით კრიშტიანო რონალდოს პასი გამოიყენა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე "ბარსა" "რეალს" 10-ის ნაცვლად 8 ქულით ჩამორჩება. ეს კიდევ ძალიან ბევრია, თუმცა...
პორტუგალიელი და ბრაზილიელი I
ექვსქულიანიაო, რომ ამბობენ, ასეთი თამაში მოუგო "გრანადამ" "სპორტინგს", ხიხონელები გასავარდნ ზონაში ჩატოვა, თავად კი ამ ზონას 7 ქულით დასცილდა.
ანდალუსიელებმა პორტუგალიელი
აღსანიშნავია, რომ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელმა მარტინშმა სრულიად უმიზეზოდ გააგდებინა თავი მსაჯს, ბოლო წუთზე თანამსაჯს მიეჭრა ყვირილით (ამ დროს პორტუგალიელი უკვე შეცვლილი იყო).
პორტუგალიელი და ბრაზილიელი II
"სარაგოსას" გადარჩენისა ნაკლებად გვჯერა, თუმცა არაგონელებმა ნავარელებს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინეს. თამაშის დასრულებას ხუთ წუთზე ნაკლები უკლდა, როცა პორტუგალიელმა ელდერ პოშტიგამ შორი მანძილიდან სუპერგოლი გაიტანა, მაგრამ "ოსასუნამ" საპასუხო შეტევაში კუთხურის მოწოდების შემდეგ გაათანაბრა, ბრაზილიელმა მცველმა როვერსიომ თავით გაიტანა - 1:1.
უცნაური კაცის ამბავი
"რეალ სოსიედადს" მეტად გამორჩეული ახალგაზრდა კაცი ჰყავს დაცვის ცენტრში - ინიგო მარტინესი. ის ან გმირი უნდა გახდეს, ან ანტიგმირი; საშუალო ბასკისთვის არ არსებობს.
ინიგოს ორი გოლი აქვს ამ სეზონში მოედნის ცენტრიდან (!) გატანილი, ახლა კი გუნდი დააღალატა - "ხეტაფესთან" გასვლაზე, მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, რომელიც გადამწყვეტი გამოდგა.
არადა, მეკარე ბრავომ მოიგერია დარტყმული და ინიგომ უკან, კარში შეაბრუნა.
მესიმ აკრიფა
"ბარსამ" ორი, ერთმანეთზე საუკეთესო გოლი გაიტანა. ჯერ ჩავიმ საჯარიმო დარტყმა შეასრულა უნაკლოდ ახლო კუთხეში, შემდეგ ლეო მესიმ მორიგი ჯადოქრობა ჩაიდინა - ბურთი პალოპს თავზე გადაუგდო. "ბარსელონა" აგრძელებს ლიდერის დევნას, "სევილია" კი ცხრილის ქვედა ნახევარში ჩაიკარგა.
მესი ფანტასტიკურ ფორმაშია - 14 გოლი ბოლო 6 მატჩში, 51-ე გოლი სეზონში, აქედან 31-ე ლა ლიგაში.
სხვათა შორის, ორივე გუნდი ერიკ აბიდალის გამამხნევებელი მაისურებით გამოვიდა მოედანზე.
უფრო უკეთაც შეიძლებოდა...
"რაიო ვალეკანო" წინა ტურში საშინლად დამარცხდა (1:5), ახლა კი სეგუნდა დივიზიონიდან დაბრუნებულთა ორთაბრძოლაში (მეტოქე "ბეტისი" იყო) 3:0 იმარჯვა.
ამ მატჩის გმირი ფაბრისიოა, იმისდა მიუხედავად, რომ 3 გოლი გაუშვა. მან ძალიან ბევრჯერ გადაარჩინა "ბეტისი" და გაშვებულ ბურთებშიც ბრალი არ მიუძღვის - ორჯერ ერთი-ერთზე გავიდნენ მასთან (არმენტეროსი, ტამუდო), ერთხელ კი ძალიან ახლო მანძილიდან დაურტყეს თავით (დიეგო კოშტა).
ფორტუნა და ლევანტე დაძმობილდნენ
ვალენსიური დერბი დრამატულად დასრულდა - 92-ე წუთზე რუბენ სუარესის საჯარიმო ძელს მოხვდა, კარის ხაზიდან კი ბურთს ხავიერ ტორესმა დაამატა. ამით "ლევანტემ" მოიგო და აგრძელებს საფეხბურთო სამყაროს გაკვირვებას.
აი, "ვილიარეალს" კი ძალზე ცუდად აქვს საქმეები. მე-2 ტაიმში მანამდე ორი გოლი გავიდა, მაგრამ მსაჯმა ისინი არ ჩათვალა - ტორესი თამაშგარეში იყო, ხოლო ნილმარს მეკარეზე თავდასხმისთვის გაუუქმეს გოლი.
სიმეონე მიწაზე დაანარცხეს
10-კაციანმა "მალიორკამ" მადრიდის "ატლეტიკო", რომელიც ბოლო დროს ვარსკვლავებს ეთამაშებოდა, მიწაზე დააბრუნა - 2:1 მოუგო. გოდინის ავტოგოლისა და მიშელ პერეირას გოლის წყალობით მასპინძლები დაწინაურდნენ.
53-ე წუთზე ივან რამისის გაძევებამ სტუმრებს შანსი მისცა, მაგრამ რადამელ ფალკაომ პენალტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მხოლოდ ერთხელ შეარხია მეტოქის კარის ბადე.
ჰეთ თრიკი სან მამესზე
რობერტო სოლდადომ პირველი ორი გოლი ბასკი მცველების ელემენტარული შეცდომების გამო გაიტანა, შემდეგ კი "ბილბაო" მთლად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა - ანდონი ირაოლამ მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო.
მატჩის მიწურულს სოლდადომ პენალტით ჰეთ თრიკი შეასრულა, "ღამურებმა" "სან მამესზე" 3:0 მოიგეს და, ფაქტობრივად, გაინაღდეს მე-3 ადგილი.
ტურის ამბების აკიდო
ლევანტე-ვილიარეალი 1:0: ამ მატჩმა შეიწირა სტუმართა თავკაცის, ხოსე ფრანსისკო მოლინას სკამი. "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ხელმძღვანელობას ჯერ არ დაუსახელებია მოლინას შემცვლელი. მოლინა დეკემბრიდან წვრთნიდა "ვილიარეალს", მას მერე, რაც გაგდებული ხუან კარლოს გარიდო შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით ვალენსიურმა კლუბმა 11 მატჩში მხოლოდ 3 მოიგო და ამდენივე ფრედ დაასრულა.
სევილია-ბარსელონა 0:2: "ბარსას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ზედიზედ 50-ედ ითამაშა წაუგებელ მატჩში. მან ამით "რეალის" ლეგენდარული ფორვარდის, ემილიო ბუტრაგენიოს რეკორდი გაიმეორა.
სევილია-ბარსელონა 0:2: ამ მატჩში ლეო მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 150-ე გოლი გაიტანა. ამასთან, ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ ნიშნულს უწია.
ესპანეთი. ლა ლიგა. XXVII ტური
გრანადა-სპორტინგი 2:1
გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - მოისესი, მ. რიკო - ხარა (90. ლუსენა), კ. მარტინში (67. აბელი), ბენიტესი - უჩე (73. იგჰალო).
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ლორა, ბოტია, ორფილა, კანელია - გალვესი, ანდრე კაშტრო (52. ნაჩო კასესი) - მენდი, ტრეხო (76. ბილიჩი), კოლუნგა - ბარალი (53. კარმელო).
გოლები: 1:0 კ. მარტინში (2), 2:0 სიკეირა (23), 2:1 კოლუნგა (92)
გაფრთხილება: გალვესი
გაძევება: მარტინში (93), უკვე შეცვლილი იყო.
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 13-8 (4-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 12 000
სარაგოსა-ოსასუნა 1:1
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - პ. ალვარესი, მატეოსი, პარედესი, ობრადოვიჩი - დუიმოვიჩი, პინტერი (53. სუკულინი) - ლუის გარსია (78. ედუ ორიოლი), რუბენ მიკაელი (78. აპონიო), ლაფიტა - პოშტიგა.
ოსასუნა (4-3-3): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, როვერსიო, სერხიო, დამია - პუნიალი, ნეკუნამი (88. ტიმორი), რ. გარსია - სეხუდო, ნინო (83. ანუნსიატა), ლამა (56. მანუ ომვუ).
გოლები: 1:0 პოშტიგა (86), 1:1 როვერსიო (88)
გაფრთხილება: პინტერი, პარედესი, ლაფიტა, მიკაელი, პოშტიგა - რ. გარსია, ნეკუნამი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 17-9 (3-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 16 500
ხეტაფე-სოსიედადი 1:0
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ალექსისი, რაფა (42. მ. ტორესი), მანე - მიჩელი, ლასენი - პედრო ლეონი (84. კასკერო), ბარადა, დ. კასტრო - მიკუ (66. გუისა).
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, დემიდოვი, ი. მარტინესი, კადამურო - ილარამენდი, ბერგარა (15. ელუსტონდო) - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (83. აგირეჩე), გრიზმანი - ველა (71. იფრანი).
გოლი: 1:0 ი. მარტინესი (89 ს.კ.)
გაფრთხილება: რაფა, მიჩელი, ვალერა, კასტრო - ბერგარა, გრიზმანი, დემიდოვი, კადამურო
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 11-16 (1-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 9 000
სევილია-ბარსელონა 0:2 (იხილეთ ვიდეიო)
სევილია (4-2-3-1): პალოპი - ლუნა, სპაჰიჩი (67. კალა), ესკუდე, ფ. ნავარო - მედელი, რაკიტიჩი (57. ტროხოვსკი) - ხესუს ნავასი, დელ მორალი, რეიესი (63. პეროტი) - კანუტე.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო (84. პუიოლი) - ჩავი (81. სანჩესი), ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ფაბრეგასი (68. კეიტა).
გოლები: 0:1 ჩავი (18), 0:2 მესი (25)
გაფრთხილება: სპაჰიჩი, ესკუდე, მედელი - პიკე, ადრიანო, პედრო
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-17 (2-9); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 45 000
ვალეკანო-ბეტისი 3:0
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხოელი - ტიტო, არიბასი, პულიდო, კასადო - ფუეგო, მოვილია (89. ბენიტო) - პიტი (75. ტრაშორასი), მიჩუ, არმენტეროსი - დ. კოშტა (82. ტამუდო).
ბეტისი (4-3-3): ფაბრისიო - ნელსონი, პაულაუ, დორადო, ნაჩო - ბენატი, ირინეი, სევილია (56. პერეირა) - რ. კასტრო, მოლინა (72. სანტა კრუსი), მონტერო (79. ხუანმა).
გოლები: 1:0 არმენტეროსი (50), 2:0 დ. კოშტა (73), 3:0 ტამუდო (91)
გაფრთხილება: კასადო, ფუეგო - ნაჩო, პერეირა
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 18-25; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 13-7 (7-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 14 500
ლევანტე-ვილიარეალი 1:0
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, კაბრალი, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა (72. ფარინოსი) - ვალდო, ღეზალი (83. ელ ჟარი), ბარკერო (67. რ. სუარესი) - კონე.
ვილიარეალი (4-3-3): დ. ლოპესი - მარიო, საპატა, მუსაჩიო, ხ. ორიოლი - სენა, ბრუნო, კასტელანი (72. მარჩენა) - ნილმარი (91. კამუნიასი), მ. რუბენი, მარტინუჩო (79. ე. პერესი).
გოლი: 1:0 ხ. ტორესი (91)
გაფრთხილება: ვალდო, ვენტა, ხუანფრანი - საპატა, კასტელანი, მარტინუჩო, ნილმარი, მარჩენა
გაძევება: მარჩენა (90)
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 11-6 (4-1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 14 000
მალიორკა-ატლეტიკო 2:1
მალიორკა (4-4-2): ავატე - ჩიკო, ნუნიეში, რამისი, პ. კასერესი - პერეირა, მარტი, ტეხერა (41. ტისონე), გ. კასტრო (82. პინა) - ჰემედი (54. სენდროსი), ვიქტორი.
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი (66. მერიდა), მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი (58. არდა თურანი), გაბი - სალვიო, ადრიან ლოპესი, კოკე - ფალკაო.
გოლები: 1:0 გოდინი (47. ს.კ.), 2:0 პერეირა (49), 2:1 ფალკაო (66)
შენიშვნა: ფალკაომ ვერ გაიტანა პენალტი (54)
გაფრთხილება: პერეირა, კასტრო, ავატე, მარტი - გაბი
გაძევება: რამისი (53)
კუთხური: 2-10; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 9-25 (3-8); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 14 500
ბილბაო-ვალენსია 0:3
ბილბაო (4-1-4-1): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, სან ხოსე, აურტენეჩე - იტურასპე - მუნიაინი, ანდერი (70. ეკიზა), დე მარკოსი, ი. პერესი (46. ი. გომესი) - სუსაეტა.
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი (71. ბრუნო), რამი, დეალბერტი, ალბა - მ. თოპალი, პარეხო - ფეგული, პ. ერნანდესი (58. ჟონასი), მატიო (75. პიატი) - სოლდადო.
გოლები: 0:1 სოლდადო (41), 0:2 სოლდადო (57), 0:3 სოლდადო (85-პენ)
გაფრთხილება: ირაოლა, იტურასპე, დე მარკოსი, სან ხოსე - ბარაგანი, პ. ერნანდესი, თოპალი, რამი, პარეხო, სოლდადო
გაძევება: ირაოლა (66)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-25; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11-22 (3-7); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 39 000
რეალი-მალაგა 1:1 (იხილეთ ვიდეო)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ლ. დიარა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი (84. გრანერო), კაკა (66. კალეხონი), რონალდო - ბენზემა (85. იგუაინი).
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ს. სანჩესი, ველიგტონი, მატეისონი, მონრეალი - დემიკელისი, ნაჩო კამაჩო - ხოაკინი (71. სება ფერნანდესი), ისკო (57. ელიზეუ), კასორლა - რონდონი (58. ვან ნისტელროი).
გოლები: 1:0 ბენზემა (35), 1:1 კასორლა (91)
გაფრთხილება: ხედირა, პეპე - ს. სანჩესი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 20-9; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18-5 (6-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 78 000
ესპანიოლი-რასინგი - დღეს. 00:00
სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 27 23 2 2 89-24 71
2. ბარსელონა 27 19 6 2 77-19 63
3. ვალენსია 27 13 8 6 43-31 47
4. ლევანტე 27 12 5 10 38-37 41
5. მალაგა 27 12 5 10 38-38 41
6. ოსასუნა 27 9 12 6 32-41 39
7. ბილბაო 27 9 10 8 42-37 37
8. ვალეკანო 27 11 4 12 40-43 37
9. ატლეტიკო 27 9 9 9 37-33 36
10. ესპანიოლი 26 10 6 10 32-35 36
11. ხეტაფე 27 9 8 10 28-35 35
12. სევილია 27 8 9 10 27-31 33
13. მალიორკა 27 8 9 10 28-33 33
14. სოსიედადი 27 9 6 12 30-37 33
15. გრანადა 27 9 4 14 24-38 31
16. ბეტისი 27 9 3 15 31-41 30
17. ვილიარეალი 27 6 9 12 27-41 27
18. რასინგი 26 4 12 10 21-37 24
19. სპორტინგი 27 6 6 15 25-50 24
20. სარაგოსა 27 4 7 16 22-50 19
ბომბარდირები
32 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 31 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - გონსალო იგუაინი (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 15 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 14 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 13 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო).
მომდევნო ტური
20 მარტი: ოსასუნა-ხეტაფე, ბარსელონა-გრანადა.
21 მარტი: სპორტინგი-მალიორკა, ატლეტიკო-ბილბაო, ვალენსია-სარაგოსა, რეალ სოსიედადი-ლევანტე, ვილიარეალი-რეალი.
22 მარტი: რასინგი-სევილია, ბეტისი-ესპანიოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"