თამაში "საინტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა. "სამეფო კლუბი" 1:0 იგებდა, მაგრამ დამატებულ წუთებში გამარჯვება ხელიდან გაუშვა.
"მსაჯმა ორი სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც სტუმრების კარში პენალტი არ დანიშნა. იგივე ეხება გვერდით მსაჯსაც, რომელმაც ჩვენ გუნდს ორი თამაშგარე დაუნიშნა, როცა თამაშის შეჩერება არ იყო საჭირო.
თუმცა საშინელი არაფერი მომხდარა. ბუნებრივია, ყველა მატჩს ვერ მოვიგებთ", - განაცხადა მოურინიომ.