იკერ კასილიასი: ჩვენ არ გვგონია, რომ ჩემპიონატი უკვე მოვიგეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარემ იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ "მალაგასთან" შეხვედრაში სანტი კასორლას საჯარიმო დარტყმის მოგერიება შეუძლებელი იყო.

მადრიდელთა გოლკიპერმა ისიც აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ამ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები სამომავლოდ უნდა გაითვალისწინოს.

"დამატებულ წუთებში გოლის გაშვება სამარცხვინოა, მაგრამ თავში ხელების ცემის დრო არ არის, საჭიროა შემდეგი ტურისთვის დაშვებული შეცდომები განვიხილოთ.

ახლა კარგ ფიზიკურ ფორმაში ვართ, მაგრამ კასორლას საოცარი გოლის გატანაში ხელი ვერ შევუშალეთ.

საფინალო სასტვენამდე მატჩის ჩვენ სასიკეთოდ გადაწყვეტის ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ.

ჩვენგან არავინ ფიქრობს, რომ
ჩემპიონატი უკვე მოვიგეთ. ყოველ ტურში ჩვენი პოზიცია უნდა დავიცვათ", - თქვა კასილიასმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული